ახალი ორსართულიანი მატარებლით პირველი რეისი, თბილისი-ბათუმი 25 ივლისს შესრულდება. ახალ მატარებლებზე ბილეთის ფასი უცვლელი იქნება. შტადლერის ფირმის ელექტრომატარებლების პრეზენტაცია ბათუმის რკინიგზის სადგურში შედგა. მას “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლებთან ერთად თავად შვეიცარული ფირმის გენერალური დირექტორიც დაესწრო. როგორ გამოიყურება ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი მატარებელი, რომლებიც ბათუმამდე მანძილს 5 საათში დაფარავს.
კომენტარები