28 წლის სამირ ახმედოვი რამდენიმე საათის წინ პოლიციამ აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება იორნმუღალოს მიმდებარე, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 12 კლასის მოსწავლე ემილია განბაროვა თავისუფალია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საკუთარი მამიდაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კატეგორიულად მოთხოვს. მათივე განცხადებით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ემილია განბაროვას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. წინასწარი ინფორმაციით, ის მამიდაშვილმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა და ოჯახს უმალავდა. გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაკარგული გოგონას სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. “პრაიმტაიმი” გოგონას ფოტოს მისი მშობლების თხოვნის საფუძველზე აქვეყნებს.
მამაკაცი, რომელმაც საკუთარი მამიდაშვილი მოიტაცა, დაკავებულია
2019/01/30 21:30:01

ნანახია: 675 ჯერ