ვენაში დაკარგული სტუდენტი ანრი ლომიძე იპოვეს. ქართველი სტუდენტი ჯანმრთელად არის და ფლორენციაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვენაში ქართველი სტუდენტი დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ლომიძე ავსტრიაში ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა. უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ეძებდნენ ქართველ სტუდენტს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და საქართველოს საელჩო ავსტრიაში.
კომენტარები