„პატრიოტთა ალიანსმა“ პროკურატურაში მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინფორმაცია Imedinews-ს უწყების პრესსამსახურმა დაუდასტურა. საქმე ეხება საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კერძოდ, ირმა ინაშვილის თქმით, ამერიკელმა ექსპერტმა დაპირისპირებისას მას დაუყვირა და ხელითაც შეეხო. პოლიტიკოსმა კრამერისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
ბრაიზას განცხადებას კი, რომ ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკაწრა, პოლიტიკოსი ცილისწამებად აფასებს. თავად ბრაიზამ კი განაცხადა, რომ ინაშვილის მოწოდება გამოძიების შესახებ საქართველოს არ შეეფერება
სარჩელის შეტანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
„პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკელი ექსპერტის დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებასაც მოითხოვს. პოლიტიკური პარტია 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ხალხმრავალი აქციის გამართვას აპირებს.