ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნოდარ რუხაძეს მიმართავს.
ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მდგომი ბიჭი ძალიან გაიზარდა.
“Nodar Rukhadze – იმ დღეს კადრებში გიყურებდი, მთელი ზაფხული რუსთაველზე დგომით გათანგული მტკიცედ მიყევი ბოლომდე ე.კ-ს საყვირმა გაგყიდა რომ ძალიან გაბრაზებული იყავი, ისე გემრიელად უსტვენდი. მერე მინდოდა მომეწერა როგორ შეიცვალე და გაიზარდე. ისიც მინდოდა მეთქვა რა მაგარი ბიჭი ხარ და თურმე დამავიწყდა.
ჰოდა აჰა, გწერ” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
კომენტარები