შეწყალების საქმეზე, საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტიც დაიკითხება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
,,თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას. არ მჯერა იმ ადამიანების პათოსის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტად, არის უზნეობა, ფარსი და უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი.
2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გია ვოლსკი – საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტიც დაიკითხება
23.09.2019 19:22:47

ნანახია: 472 ჯერ