საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს.
კარლო კოპალიანი თანამდებობას 20 იანვრიდან დაიკავებს, მანამდე კი, საქართველოს პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწევს.
„ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობა დეპუტატობასთან შეუთავსებელია. ამიტომ ვაპირებ მანდატის დატოვებას“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
კომენტარები