თბილისში, თემქის ტერიტორიაზე ხანძარია, ცეცხლი ბალახსა და ხეებს უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მემატიანეს მემორიალის მიმდებარედ ტერიტორიაზეა მოდებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
კომენტარები