ქუთაისში, მილანის რეისით ჩამოფრენილი 20 წლის პაციენტი, ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმ ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5. ამ დროისთვის კი ტემპერატურა 37,2.
ექიმის პროგნოზით, პაციენტს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი სავარაუდოდ არ დადასტურდება.
თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და სამედიცინო დაწესებულებაში პასუხს ხვალ დილამდე ელოდებიან. გამოჯანმრთელებამდე პაციენტი ბოქსირებულ პალატაში რჩება.
კომენტარები