საჭიროა თბილი სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ახალ კორონავირუსზე საუბრისას “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
“ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა 75 ათას პაციენტზე გამოაქვეყნეს ნაშრომები, საიდანაც ბავშვი იყო ათასამდე. საბედნიეროდ არცერთი არ ყოფილა მძიმე შემთხვევა” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ გადაცემაში ნიორით და ჭაჭით კორონავირუსის დამარცხებაზეც ისაუბრა.
“ეს არ არის მტკიცებულებას მოკლებული, იმიტომ რომ ფიტონციდებია ნიორში, რაც ანტივირუსული თვისებებით გამოირჩევა, მთელი დღე თუ დაღეჭავთ ნიორს შეიძლება დაიწვათ კიდეც. შესანიშნავი პროდუქტია, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ აუცილებლად დაგიცავთ.
რაც შეეხება ჭაჭას, დალევა იმუნინეტეტს აქვეითებს და არავის ვურჩევ” – აღნიშნა იმნაძემ.