“16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა ახალ კორონავირუსზე, თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, შესაბამისად, 16-ვე გადაყვანილ იქნა საკარანტინო სივრცეში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს – მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კორონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, 16-ვე გადაყვანილ იქნა საკარანტინო სივრცეში. ამჟამად, კლინიკაში 24 პაციენტი რჩება. მათგან 11 პაციენტს ტესტირებისთვის ცხვირ-ხახის ნაცხს დღეს აუღებენ. კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.