საჩხერის საავადმყოფოსთან მდებარე სასტუმროში განთავსებული საქართველოს 34 მოქალაქე სასტუმროს მალე დატოვებს. როგორც კლინიკის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე ამბობს, ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.
“ორი კვირის წინ იქნა 34 საქართველოს მოქალაქე გადმოყვანილი, რომლებიც ჩინეთიდან იყვნენ ჩამოსულები. ისინი ორი კვირის განმავლობაში იყვნენ საკარანტინო ზონაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ყველა მათგანი დატოვებს საჩხერის სასტუმროს”, – თქვა მიხეილ ქამუშაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, კიდევ გადმოიყვანენ თუ არა ვინმეს საჩხერის საკარანტინო ზონაში – კლინიკის დირექტორს აღნიშნულზე, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მიღების მზაობა არსებობს.