გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარლიანის განმარტებით, ახალადშეყვანილ პაციენტებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, შესაბამისად, ლაბორატორიაში კვლევისთვის მათი ნიშუმების გაგზავნა საჭირო არ არის.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 21 სუბიექტს აკვირდებიან, მათ შორის არის 4 სამხედრო მოსამსახურე და ირანის 5 მოქალაქე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გორში კორონავირუსი ამ დრომდე არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა.
კომენტარები