ნაძალადევის რაიონში ექვს საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის III მ.რ II კვ. N27 კორპუსში ხორციელდება, სადაც 151 გრძივ მეტრზე წყალარინების გარე ქსელი, ხოლო 58 გრძივ მეტრზე შიდა ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 8 ახალი საკომუნიკაციო ჭა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნო.
„ასეთი ტიპის სამუშაოები მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ პროექტით პრობლემები 89 ოჯახს მოუგვარდება. დაზიანებული ქსელის შეცვლის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 46 820 ლარს დახარჯავს.