საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 დან 2021 წლის ჩათვლით 2440 დევნილი ოჯახისთვის 152.3 მილიონი ლარის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
როგორც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, უკვე დასრულებულია ბინები 620 ოჯახისთვის მცხეთაში, ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 3 კორპუსის მშენებლობა 480 ოჯახისთვის ქუთაისში.
ცქიტიშვილის ინფორმაციით, 2021 წლისათვის ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში დამატებით 1340 ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი ბინით.
კომენტარები