რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მყოფი 44 პაციენტიდან 17-ს დღეს გაწერენ.
საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განმარტებით, აუცილებელია გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში იყვნენ. მისივე თქმით, ყველა პაციენტის საბინაო პირობებს ამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის დასტური მათ გაწერასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონებია მოწყობილი თბილისში, აბასთუმანში, საჩხერესა და ქუთაისში.
კომენტარები