თბილისის მერი კახა კალაძე კუს ტბის ახლად გახსნილ გზაზე სკუტერით დაეშვა. მერის განცხადებით, კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია და მოქალაქეებს შეუძლიათ, ახალი გზით ისარგებლონ.
„მე სკუტერით გამოგყვებით და თან ვისაუბრებ ამ კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა“, – განაცხადა კალაძემ.
სამკილომეტრიან გზაზე დაიგო ასფალტი, მოეწყო გარეგანათების სისტემა და სანიაღვრე ქსელი. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
კომენტარები