იტალიაში მცხოვრები ქართველი კარდიოლოგი, ბუნა კალანდაძე პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი არაფერი დამიწერია კორონავირუსთან დაკავშირებით რადგან საინფორმაციო სივრცე ისედაც გადვსებულია კომპეტენტური და არაკომპეტენტური ინფორმაციით. იტალიაში განვითარებული მოვლენების გამო მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრით ერთი მნიშვნელვანი რჩევა.
ვირუსის ეპიდემიის გასაკონტროლებლად აუცილებელია მოსახლეობა გადაუდებელი საქმის გარეშე სახლიდან არ გამოვიდეს!!!მთავრობამ უნდა დაკეტოს ყველა თავშეყრის ადგილი!!!ჯობია ეხლა გავაკეთოდ ეს ვიდრე გვიანი არ არის, მერე უფრო ძნელი გასაკონტროლებელი იქნება!!!
ამას ვამბობდი იტალიაშიც 2-3 კვირის წინ, მაგრამ საკმაო წინააღმდეგობა იყო, ძირითადი არგუმენტები, თავისუფლება და ეკონომიკა. ეხლა მაინც მოგვიწია იზოლაცია, თუმცა საკმაოდ დააგვიანდათ, ეკონომიკასაც და თავისუფლებასაც ბევრად დიდი ზიანი მიადგება.
არ არის აუცილებელი ექიმი იყო, ზოგი ექიმი ბევრად უფრო დიდ სისულელეს ამბობს და აკეთებს ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე ვისაც საღი აზრი აქვს განვითარებული.
ჯობია ეხლა ვიყოთ იზოლაციაში 2-3 კვირა, ვიდრე მოგვიანებით თვეობით!
ის კატეგორია კი რომელიც ამბობს რომ ეს არფერია ჩვეულებრივი გრიპიაო უბრალოდ საშიში იდიოტები არიან” – წერს კალანდაძე.