ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 3 პაციენტია მოთავსებული. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათგან ორის ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. მესამე პაციენტის ანალიზებს ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან.
ექიმის თქმით, ნაწილი თავად იყო საზღვარგარეთ, ნაწილს კი საზღვარგარეთიდან ჩამოსულთან ჰქონდა კონტაქტი.
მოქალაქეების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები