სითხე, რომელსაც აწერია, რომ სადეზინფექციო ხსნარია, სინამდვილეში ცეცხლმაქრი საშუალება აღმოჩნდა და მასზე, თაღლითურად იყო გადაკრული სხვა ეტიკეტი. ამის შესახებ ინფორმაცის და ფოტომასალას სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს:
“მოკლედ, ასეთ რამ აღმოვაჩინე დღეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს…. საქმე რაშია, აი ეს აეროზოლი “აკოსეპტი” რომლის ფოტოებიც არის სხვადასხვა რაკურსით, სადაც გარკვევით იკითხება, ციტატა: “ფუნჰიდიცური და ანტივირუსული საშუალება (HBV/HCV, HIV, Rota viruses, Adeno, Papova, Polio, Covid-19) ალდეჰიდისა და ფენოლის გარეშე”.
მოკლედ Covid-19, ეს არის ის ავადსახსენებელი კორონავირუსი, რამაც შეიპყრო თითქმის მთელი მსოფლიო და რომლისაგანაც დამცავი აეროზოლი შექმნილია საქართველოში! ეს გახდა იმის მიზეზი, რამაც მაიძულა ამეძრო ზედ დაკრული ეტიკეტი, სადაც ვხედავთ წარწერას: ცეცხლმაქრი.
არ ვიცი, რა სადეზინფექციო ხსნარი არის მასში მოთავსებული (თუ კი არის საერთოდ სადეზინფექციო) მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ საქართველოში ჯერ ჯერობით მსგავსი რამ არ გამოუგონებიათ. ამიტომ, ყველანი ვიყოთ ფრთხილად, სანამ რამეს შევიძენთ! ვთვლი, რომ ამ ფაქტის თვენთვის გაზიარება ჩემი მოქალაქეობრივი ვალია!”– წერს სოც.ქსელის მომხმარებელი გოჩა ორქომჭედლიშვილი.