რესტორანი “ქვევრი” კორონა ვირუსის მიერ შექმნილი საფრთხის გამო, მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ რესტორანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“მეგობრებო, იმის გათვალისწინებით, რომ კორონა ვირუსი შეიცავს დიდ საფრთხეებს, ვალდებულები ვართ მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩვენს ქვეყანას.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია როგორც მომუშავე სტაფის, ასევე მომხმარებლის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა.
რაც არ უნდა მოხდეს, ყველაზე მთავარი მაინც ერთმანეთია.
ახლა ის დროა, როცა თითოეულ დეტალს და წვრილმანსაც კი მნიშვნელობა აქვს. ხალხმრავალ ადგილას შეკრება, გვინდა თუ არა, სახიფათოა.
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ საქმიანობა. უფრო ლამაზები და გემრიელები დაგიბრუნდებით, როცა ამ ყველაფერს ერთად დავამარცხებთ!
ჯამრთელობას გისურვებთ!
ყველაფერი მაგრად იქნება!”, – ნათქვამია რესტორანი “ქვევრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
