კარანტინში მყოფი საქართველოს მოქალაქე მანანა შაკიაშვილი, რომელიც სამშობლოში საფრანგეთიდან დაბრუნდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკარანტინო პირობებს აღწერს:
„გამარჯობა, უპირველეს ყოვლისა ყველას მადლობა მოკითხვისთვის და თანადგომისთვის.
როგორც იცით საფრანგეთიდან ჩამოსულები მოგვათავსეს კარანტინში ბათუმის „სპუტნიკის“ სასტუმროში.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ასე ზრუნავს ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის.
მადლობა საქართველოს მთავრობა-ს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ცდილობს გაუფრთხილდეს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა დღევანდელი პანდემიისგან. Wizz air-ის თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი საფრთხის მიუხედავად მოგვემსახურნენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თითოეულ წევრს, რომლებიც დაგვხდნენ იდეალურად მობილიზებულები, თვითმფრინავში ამოვიდა დაცვის სამსახურის წევრი, რომელმაც წაიღო თითოეული მგზავრის პასპორტი, რადგან სწრაფად მოეხდინათ საპასპორტო კონტროლი, შემდეგ კი ავტობუსით გადაგვიყვანეს შესამოწმებელ ზონასთან, სადაც გადავყავდით სამ-სამი, შეგვიმოწმეს სხეულის ტემპერატურა და ჩაიწერეს ჩვენი პირადი ინფორმაცია.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თითოეული ადამიანი არის შესაბამისად აღჭურვილი პირბადეებით, ხელთათმანებით და დამცავი ფორმებით. დიდათ დასაფასებელია. არცერთი იმ თვით წამყვანი ქვეყნის მომსახურე პერსონალს ისე არ გაუკეთებია, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის მომსახურე პერსონალმა შეძლო. უღრმესი მადლობა მათ ასეთი თანადგომისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ასეთი ზრუნვისთვის.
მადლობა საპატრულო პოლიცია -ს გვერდში დგომისთვის.
მადლობა სასტუმრო Sputnik Hotel Batumi-ს მომსახურებისთვის.
ყველაფერი არის გათვლილი იმისთვის რომ შევძლოთ ეს ორი კვირა საუკეთო პირობებში გადავიტანოთ, სამედიცინო მომსახურება, ჰიგიენა დაცულია მაქსიმალურად, სამჯერადი კვება, პირადი საჭირო დახმარებისთვისაც მზად არიან მიმღებში და ცდილობენ ჩვენი მოთხოვნები, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ, მადლობა.
ამ ადამიანების შესრულებული მოვალეობებიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული უსაზღვროა.
მე უბედნიერესი ვარ, რომ სახლთან ახლოს მოვხვდი.
მაგრამ ვიცი რომ არის ის ხალხი ჩემთან ერთად, ვისაც არავინ ჰყავს აქ და მათ უფრო უჭირთ, მინდა გითხრათ თქვენ გვერდში მიგულეთ, თუ რაიმეთი შევძლებ დახმარებას დამიკავშირდით.
პატივისცემით და სიყვარულით
მანანა შაკიაშვილი“.