გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულის მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადების შემდეგ, რომელიც მირიან ნიკოლაძის შესაძლო ლიკვიდაციის ეხებოდა, დაინტერესდა და ნაძალადევში, ხომასურიძის სახლის ჩხრეკა დაიწყო.
„დილით 10 საათზე მოვიდნენ 10 სული, ვერ დაეტეოდნენ სახლში და 5 შევიყვანე. წაიღეს ჩემი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი, რომ ვმუშაობდი. დაიწყო ჩემზე თავდასხმა, ხომ დავაანონსე რომ ასე იქნებოდა” განაცხადა ხომასურიძემ.
კომენტარები
