ვარშალომიძეს აჭარა მხოლოდ ახლა გაახსენდა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თუმცა, დამხვედრთარაოდენობა აშკარად მიუთითებს ვარშალომიძის პოლიტიკურ წონაზე აჭარაში. თაკო ჩარკვიანი აკლდა აშკარად, შეძახილით – „აუუ, რამდენი ვაართ“,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რამდენიმე საათით იყო „პარალიზებული”. ამ 5-7-მა კაცმა სამშობლოში დაბრუნებულ ლევან ვარშალომიძეს „გრანდიოზული დახვედრა” მოუწყო. ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდაო. ️უკრაინიდან გამოაგდეს? მაღალი ალბათობით, კი. ვერ გაქაჩა. ადრე თუ გვიან, სააკაშვილსაც იგივე ბედი ელის – ვერ გაქაჩავს და ვერ მოუთმენენუკრაინის მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში. ინტენსიურად დასცინიან, სხვადასხვა დამამცირებელი ეპითეტებით ამკობენ. ვარშალომიძეს აჭარა მხოლოდ ახლა გაახსენდა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თუმცა, დამხვედრთა რაოდენობა აშკარად მიუთითებს ვარშალომიძის პოლიტიკურ წონაზე აჭარაში. თაკო ჩარკვიანი აკლდა აშკარად, შეძახილით – „აუუ, რამდენი ვაართ“. სანაპირო ზოლს რომ გავუყვეთბოკერია-ჩერგოლეიშვილიც ჯახირობენ „მასოვკებში” ფოთში. ვასალები Whatsapp-ის ჯგუფებიდან რომ მოიხმონ, ვერა? ძალიან უჭირთ ადამიანური რესურსების მობილიზება. 31 ოქტომბერს რას აპირებენ? 1%-ს მიუკაკუნებენ?“ – წერს გია აბაშიძე.