პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს:
“ხატია დეკანოიძე – პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც ყველგან მოიკალათა
. . .
ჩემი დედას გეფიცებით, ამას თუ ბებია-ბაბუა ჰყავდა, ვერც წარმოვიდგენდი.
ეს არსება ინკუბატორში გამოყვანილი მეგონა, იმდენად უსახური და უსულო ჰაბიტუსი აქვს.
ემოცია და განცდა ამ არსებისთვინ ნამდვილად უცხო ხილია.
აბა, დააკვირდით, ანდროიდს არ გაგონებთ? რაღაც ხელოვნურს, სერიულს, პლასტიკურს.
მაგრამ თურმე არა!
ბებიაც ჰყოლია და ბაბუაც.
პირველ ნოემბერს, წვიმიან ამინდში, როცა ტემპერატურა 16 გრადუსამდე ძლივს ავა (ეს მე ამინდი.ჯე-ზე ვნახე), ქალი ხატია არ დაიზარებს, ადგება, წავა იმ ბებია-ბაბუის საფლავებზე და ბოდიშს მოუხდის, ეტყვის “მაპატიეთ, ისევ ტყუილზე დაგიფიცეთ”.
მაგრამ, შეიძლება არც წავიდეს და არც მოიხადოს, რადგან ასეთები ბოდიშს არავის უხდიან.
ჯიში აქვთ ასეთი, უბოდიშო”, – წერს დავით კალანდია.