კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს – მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 1982 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
„სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.