დიღმის სასაფლაოსთან ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, სადაც წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას.
არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზები და შემთხვევის სხვა დეტალებია უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236 მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება) მიმდინარეობს.
კომენტარები
