ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
Imedinews-ის ინფორმაციით, კაცს ჭრილობები გულ-მკერედის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაშავებული ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ცნობილია, რომ დაჭრა ყოფით ნიადაგზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები