„სტრატეგია აღმაშენებელში“ მიაჩნიათ, რომ „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ეს ოპოზიციის ერთობას ხელს არ უშლის. ამის შესახებ სერგო ჩიხლაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მათთან განსხვავებით თავს არავის ვესხმით, არანაირი ეპითეტით არ ვამკობთ, ჭორებს არ ვიგონებთ, მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ოპოზიციის ერთობას ეს ხელს არ უშლის. ეს არის 5 ადამიანი, მათ თავიანთი გზა აქვთ, აქეთ ფლანგზე ვართ 50-55 ადამიანი, რომლებსაც ერთიანი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს“ – არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“.