ჩვენი სულისკვეთებაა, რომ პარლამენტმა იმუშაოს ზუსტად ისეთი სახით, როგორითაც ის საზოგადოებამ აირჩია. ოპოზიციას კიდევ რჩება დრო, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მანდატების საკითხი რიგგარეშე სესიაზე არ განიხილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რათა ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის კარი ღია დავტოვოთ, რათა ისინი შემოუერთდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს. ჩვენი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების პოზიცია გახლავთ ერთიანი – დემოკრატია ეს არის მონაწილეობა და მონაწილეობის სრული ბოიკოტირება შეუთავსებელია დემოკრატიასთან, სწორედ ამიტომ, ყველა მოუწოდებს ოპოზიციას გაითვალისწინოს საკუთარი მხარდაჭერების ნება და შევიდნენ და იმუშაონ პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.