“ქართული ოცნების” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრზე, ჯეიხუნ მურადოვზე, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივისტების მხრიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტი განხორციელდა.
ამის შესახებ “პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ თამაზ ნავერიანის პრესსპიკერმა, თინათინ დოგრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა მიზნად ისახავდა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.
“ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ იყო მცდელობა, ეს ყვგელაფერი ეროვნებათა შორის დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ამ ამაზრზენი ფაქტის შესახებ შესაბამისი ორგანოები უკვე ინფორმირებულები არიან. საქმეზე დაწყებულია გამოძიება”,- აღნიშნა თინათინ დოგრაშვილმა.
თავად ჯეიხუნ მურადოვი აღნიშნავს, რომ 5 ოქტომბერს, 23:00 საათზე, “ნაციონალური მოძრაობის” 4-მა აქტივისტმა ის იმის გამო სცემა, რომ თამაზ ნავერიანის და “ქართული ოცნების” შტაბის წევრია.
“ცემის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ თითქოს, მე ჩემს ხალხს ვუღალატე. მე ვთხოვ მჩემს მთავრობას დამიცვას”,- აღნიშნა დაზარალებულმა.
როგორც “ქართული ოცნების” მარნეულის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე აცხადებს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნებამდე სიმშვიდე იყოს.
“საგანგაშო ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, აღკვეთონ ყოველგვარი დესტრუქციული ქმედება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და კერძოდ, ახმედ იმაკულიევის მხრიდან.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ახმედ იმაკულიევის მხრიდან, ჩვენი კანდიდატის, თამაზ ნავერიანის საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთი უბნის უფროსის, ჯეიხუნ მურადოვის დაშინებისა და დაშანტაჟების ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც ჩანს, ახმედ იმაკულიევი აგრძელებს ოდესელი პატრონის მიერ დაგეგმილ პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებას. მე როგორც “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბოლომდე სიმშვიდე შევინარჩუნოთ. თუ კიდევ დაფიქსირდება რაიმე სახის ინციდენტი, მთელ პასუხისმგებლობას “ნაციონალურ მოძრაობას” და მის კანდიდატს ახმედ იმაკულიევს ვაკისრებთ”,- აღნიშნა შტაბის ხელმძღვანელმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მომხდარ ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს.
“რომ არა თამაზ ნავერიანის და მისი მხარდამჭერების გააზრებული ქმედება, ადგილი ექნებოდა “ქართული ოცნების” ოფისის წინ მასობრივ დაპირისპირებას. მივმართავ პროვოკატორ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს – ხელი აიღონ პროვოკაციებისგან და ეთნიკურ ნიადაგზე შურის გაღვივებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მკაცრად დაისჯებიან საქართველოს კანონმდებლობით”,– აღნიშნა გამგებელმა “პირველის პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
წყარო: PIA.GE