საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი არა პარლამენტზე, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მან “დღის კურიერის” ეთერში გააკეთა, 9 ბალიან მიწისძვრაზე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ არანაირი მიწისძვრა არ იქნება.
“საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ვითომ პარლამენტის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ჩაჯდება თუ არა ციხეში მელია და ამ თემაზე უნდათ რაღაც სენტიმენტების მოგროვება საზოგადოებაში, ეს არის რეალობა. არა და, პარლამენტი მაშინაც, როდესაც პირველ შემთხვევაში სასამართლოს გადასცემდა ამ საკითხს, სამშაბათსაც ვალდებულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც არ ცნობს უდუმაშვილი, მაგრამ არსებობს და წარმოიდგინეთ საკმაოდ კარგი შეფასებებიც აქვს საერთაშორისო რეიტინგში, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ განიხილოს ეს თემა.
რაც შეეხება 9 ბალიან მიწისძვრას, რომან გოცირიძეს უყვარს ხატოვნად ლაპარაკი, რა ვუპასუხო ახლა მე? არ იქნება მიწისძვრა. პარლამენტი ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობა და მისცეს სასამართლოს საკითხის განხილვის საშუალება. ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი პოზიციით გამოვალთ სამშაბათს,” – აცხადებს გია ვოლსკი.