ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ ქართული ტელევიზიების – „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველის“ მმართველები რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებენ, რასაც ეკლესიის დიკრედიტაციაზე მათ მიერ მომზადებული შეკვეთილი სიუჟეტებიც ადასტურებს.
„თქვენ ხომ არ ხართ რუსული გავლენის?! „მთავარი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“, ყველა რუსული ძალა ყველას საქართველოს მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც ეკლესიაზე ცდილობს, რომ მიიტანოს შეტევა ცუდი გადაცემები გააკეთოს. ვიღაც მიიყვანონ არშემდგარი ადამიანები, შეიძლება ყოფილი სასულიერო პირებიც იყვნენ, შეტევაა სულ პატრიარქეზე, რეებს ლაპარაკობენ. ჩვენ თმენის ვალდებულებაც გვაქვს, შეგვიძლია. რა გგონიათ რა, ვინც გამოდის წინ დაგვიდგება, თქვენ ხომ იცით, რომ მე არც მენახებიან და დამემალებიან სადმე რომ მნახონ.
ტელევიზიაში მმართველები ვინც არიან, მათ გადაცემებს უკვეთავენ და მიდის ჩვენზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ტელევიზიები დადებით როლს ითამაშებენ ძალიან პროფესიონალები ხართ, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ და უკეთესის გაკეთებაც შეგიძლიათ. ჩვენი ერის, აფხაზეთთან და ოსებთან შერიგებაზეც დიდ როლს ითამაშებთ. ვიცი, ვის ვინ აფინანსებს, თუ რუსულ რაღაცებს ჩავყვებით მე ძალიან ადვილად მივალ იმათზეც. არ გვინდა ასეთი რაღაცების კეთება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.