ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით უპრეცედენტო პროგრესი აქვს.
„უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში. ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულები. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.