ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა. პრემიერის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ ასოცირების შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. სხდომაზე საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესსა და ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს მზადებას.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
დღესვე მთავრობის მეთაურისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის შეხვედრა გაიმართება.
კომენტარები