„დღეს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში. იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებულნი საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამო მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია, – ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.