საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირაკლი აბსნაძე გუშინ დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
აბსნაძის პოსტს საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა და ისინი ითხოვენ ჟურნალისტმა ტელეკომპანია დატოვოს.
“2021 წლის 17 მაისს 17:59–წუთზე თქვენი ტელევიზიის ჟურნალისტმა, გადაცემა “კვირის ინტერვიუს” წაყვანმა ირაკლი აბსანძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი:
“იძახეთ ახლა “გარეჯი საქართველოა” უპასუხისმგებლო იდიოტებო!”
მიმაჩნია, რომ აღნიშნული სტატუსი (რომელიც სამწუხაროდ აგრეთვე მოწონებული იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა ჟურნალისტების მიერ) წარმოადგენს ქვეყნის ღალატის თვალსაჩინო მაგალითს და გარდა ამისა, სახეზეა საზოგადოების შეურაცხყოფა, რაც განსაკუთრებით მიუღებელია იმ ტელევიზიის წარმომადგენლის მხრიდან, რომლის დამფინანსებელი სწორედ საზოგადოებაა!
მოვითხოვთ ირაკლი აბსანძემ დაუყოვნებლივ დატოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი!”-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.