“ვარლამის მიერ პარალიზებულ ჩემს მშობლიურ ქალაქში, მარცხნივ და უკან უიმედოდ ცდილობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ალბათ, მძიმე ავადმყოფების გადარჩენას”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, დავით ქართველიშვილი “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეების აქციას, რომელიც ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს.
“გუშინ დამიანონსებია გოლეთიანის დამოკიდებულება 26 მაისისადმი. ფაქტობრივად, აუქმებს დამოუკიდებლობის დღეს…
220 წლის წინ, 1801 წელს მოხდა საქართველოს ანექსია;
210 წლის წინ, 1811 წელს გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია;
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია;
2021 წელს სრულდება 30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან;
ზეგ სრულდება 10 წლისთავი 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან…
და აი ახალი შემოტევა. ბართლომესი თუ არა – ვარლაამის ღამე გველოდება.
P.S.: საცობში ვწერ. ვარლამის მიერ პარალიზებულ ჩემს მშობლიურ ქალაქში. მარცხნივ და უკან უიმედოდ ცდილობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ალბათ, მძიმე ავადმყოფების გადარჩენას”, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.