პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლები მაქსიმალურად ეფექტიანად ასრულებენ მათ წინაშე არსებულ ამოცანებს.
„30 მაისი საქართველოს პროკურატურის პროფესიული დღეა! ვულოცავ თითოეულ მათგანს. პროკურატურის თანამშრომლები მაქსიმალურად ეფექტიანად ასრულებენ მათ წინაშე არსებულ ამოცანებსა და სამართლიანად აღასრულებენ მართლმსაჯულებას. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერს ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში.
კომენტარები