ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
“ხომ ვამბობდი შეცვივდებიან თქო!
აი, ნახეთ, ერთმანეთს ასწრებენ ეგ ღვთისაგან დაწყევლილები!
კი მაგრამ თუ გაყალბებული იყო, რა გინდათ მაგ გაყალბებულ პარლამენტში?!
ახლა არაა ხომ არჩევნები გაყალბებული?
ვერ მოახერხეთ გადატრიალება და შედიხართ არა! რა შეიძლება თქვენზე ითქვას?
მხოლოდ ერთი, თქვენზე გახრწნილი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანას არასდროს არ ჰყოლია თვით მოკავშირის ჩათვლითაც კი!
თუმცა იმ მოქკავშირიდან ხართ ამოზრდილები, ოღონდაც უფრო დახვეწილად გამოყვანილი საშინელი ჰიბრიდი!
ჰო კიდევ ერთი – აი ის მავნებლები, რომლებიც ვითომ სამოქალაქო მოძრაობას, რომ უწოდებენ საკუთარ გაყიდულ თავს თავად კლასიკური “მიშას მონები” ხვალ ნამდვილ “მიშას მონებს” ნეტავი არ დაუძახებენ “მიშას მონები” და ისე დაემოწმებიან პოლიტნაგავთა შეღონწიალებას პარლამენტში?!”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.