პარლამენტის თავმჯდომარე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, კიდევ უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ვულოცავ მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა. ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, კიდევ უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ. ძვირფასო ბავშვებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, ლაღ და ბედნიერ ბავშვობას“, – წერს კახა კუჭავა.
კომენტარები