გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურები სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში – როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურებს სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.
ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა – იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ“, – წერს ქართველიშვილი.
კომენტარები