„ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება გახარიას მისამართით, საიდანაც ჩემთვის ყველაზე მთავარი და ალოგიკური საქციელია მისი გადადგომა იმ საბაბით, რითიც გაამართლა გახარიამ თავისი ქცევა“ – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს.
“ქრონოლოგიურად გაიხსენა ბატონმა კობახიძემ თებერვლის მოვლენები და ის დეტალები,სადაც ერთი კვირის შუალედში ორჯერ შეიცვალა პოზიცია ყოფილმა პრემიერმა. ამიტომ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება გახარიას მისამართით, საიდანაც ჩემთვის ყველაზე მთავარი და ალოგიკური საქციელია მისი გადადგომა იმ საბაბით, რითიც გაამართლა გახარიამ თავისი ქცევა.
რატომ ითხოვდა იგი დაჟინებით მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნას, თუ კი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას არ დაეთანხმებოდა? სასამართლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება- სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა და კანონის უგულებელყოფა პირდაპირ დაავალდებულებდა სასამართლოს აღმკვეთის ღონისძიებად დაკავება მოეთხოვა, რაც ყოფილ პრემიერს უნდა სცოდნოდა. აქედან გამომდინარე: ბატონი გახარიას პასუხგაუცემელი კითხვები ისევ მის წინააღმდეგ იმუშავებს და კიდევ უფრო მეტ რეპუტაციულ ზიანს მიიყენებს იგი თავისი ალოგიკური პასუხებით“, – წერს ქადაგიძე.