რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ფოტოსურატს აქვეყნებს წარწერით – “დატკბით, ჯიგრებო, გამთათხეთ!“.
სტურუა აღნიშნული პოსტით სავარაუდოდ, საზოგადოების იმ ნაწილს მიმართას, ვინც რუსთაველის თეატრის დასის, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან რობერტ სტურუასთან ერთად მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას მწვავედ აკრიტიკებს.
ამასთან, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებაში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას რამდენიმე პოსტი მიძღვნა.
“ეს ნაციტების უკანასკნელი ამონაბოლქვი გახლავთ: ცრუპატრიოტების ბოლო რწყევა! სამშობლო მიყიდეს რუსებს! ახლაც ყიდიან! ფული უთავდებათ და ჩვენ გვიკივიან!
ყველა უბედურებასთან ერთად, რაც ნაცისტების კრეტინობას მოჰყვა, მთელი მსოფლიო. ჩვენ, ქართეველებს, უკვე რასისტებად აღგვიქვამს! გული მტკივა!” – წერს “ფეისბუქზე” რობერტ სტურუა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი 30 ივნისი – 2 ივლისი პერიოდში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ჩეხოვის ფესტივალში.