ოპოზიციას 18 თებერვალს ნაცებში ოფისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების გამო, ღიმილი რომ შეაშრა სახეზე, იმის მერე სულ სახე ჩამოსტირის, – ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.
ბოჟაძის თქმით, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩარკვიანის განცხადება კომიკურია.
,,ოპოზიციას 18 თებერვალს ნაცების ოფისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების გამო, ღიმილი რომ შეაშრა სახეზე იმის მერე სულ სახე ჩამოდტირის. თუმცა, დღეს მაინც გულიანად გაგვაცინა ყველანი თაკო ჩარკვიანმა, თურმე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება, როცა ის ასე მტკიცედ დადგა სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, როცა ასეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის გარეთ და შიგნით პრემიერ-მინისტრს, ეს განცხადება განსაკუთრებულად კომიკურად გამოიყურება, მთლად ისე კომიკურადაც არა, როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი’’, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.