ჩაიგდე შენ ტუტუცო ქალო ხმა და დაელოდე 2 ოქტომბერს! 3-ში მიგათხლიშავენ მაგ მიკროფონს და ისევ ჩაიხუტებ გულში მაგ სიბინძურეს, – ამის შესახებ ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და მთავარის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმართავს.
“მთავარი არხის ჟურნალისტი, ემა გოგოხია გაჰკივის გადადგეს მთავრობა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილიო…
ქალბატონო ემა, ამ მთავრობამ თქვენი შვილი დაასაქმა სამეგრელო ზემო-სვანეთის შემოსავლების სამსახურში. დიახ, ქართულმა ოცნებამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ დაასაქმა თქვენი შვილი. ვის გადადგომას ითხოვთ❓❓❓❓ ამ ხელისუფლების❓❓❓❓ რომ არა ეს ხელისუფლება და ლევან კაკავა, თქვენს შვილს არავინ ჩაახუტებდა დაკავებულ თანამდებობას…. რას მისტირით ამ ბინძურ მიკროფონს? მიკროფონს და მიკროფონის მეპატრონეს კი არ უნდა უმადლოდე, წესით უნდა უმადლოდე მმართველ ხელისუფლებას და უმრავლესობის საფიცარ თანამდებობის პირს, ლევან კაკავას❗❗❗❗
ჩაიგდე შენ ტუტუცო ქალო ხმა და დაელოდე 2 ოქტომბერს❗❗❗❗
3-ში მიგათხლიშავენ მაგ მიკროფონს და ისევ ჩაიხუტებ გულში მაგ სიბინძურეს❗❗❗
მეტის ღირსები ხართ …. ამ კაკავას რომ აბლატავებთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში და ეს კაკავა რომ გახადეთ მოციმციმე ვარსკვლავი….
იციმციმეთ, იციმციმეთ, ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, მაგრამ მოგუდულად მაინც იციმციმეთ, ჩვენ რომ არ დაგვანახოთ ისე….
,,არ აგინებ ნაგლდებიან, აგინებ და მრავლდებიანო” ამ ქალზე და მისნაირებზეა ნათქვამი….
უკვე მართლა ამოხვედით ყელში❗❗❗”, – წერს ნინო კვარაცხელია.