ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს ეხმიანება და წერს, რომ ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს თამარ ჩერგოლეიშვილს არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, არ სურს დახმარება 5 ივლისის გამოძიების საქმეში.
,,ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. “ტაბულას” არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, არ სურს დახმარება 5 ივლისის გამოძიების საქმეში. ვითომ ამკვიდრებენ ევროპულ მენტალიტეტს, ფასეულობებს და რეალურად კი საუბრობენ, იქცევიან როგორც ქუჩური მენტალიტეტის სუბიექტები. ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა “გრეხია”, ხოშტარიასთვის პოლიციელი გასალახია და ა.შ. საზოგადოების სამართლიანი გულისწყომა – კანონი ყველასთვის კანონია და რატომ თავხედობენ ეს დესტრუქციული ელემენტები?!’’ – წერს გია აბაშიძე “ფეისბუქზე”.