პარტია „საქართველოსთვის“ ყაზბეგის შტაბისა და სიის წევრი ლელა გუჯარაიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა. გუჯარაიძე მიზეზად კახა კალაძის წინააღმდეგ გიორგი გახარიას კანდიდატურის დაყენებას ასახელებს.
„მანამ სანამ დაიბადება არაერთი კითხვა და ამ კითხვებს მოჰყვება პასუხები, რომლებიც, შეიძლება, იყოს აზრს მოკლებული, გადავწყვიტე, მე ვაცნობო საზოგადოებას, თუ რატომ დავტოვე გახარიას პარტია. გახარიას მიერ კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ დამარწმუნა იმ ყველაფერში, რასაც მეუბნებოდნენ და რაზეც საუბარი სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობდა. ეს საუბრები ეხებოდა იმას, რომ გახარია მელიას გამო გადადგა და საარჩევნოდაც, მის დასახმარებლად დაბრუნდა. ახლა, როდესაც გახარიამ ეს ყველაფერი საქმით დაადასტურა, ჩემს თავს მის გუნდში ნამდვილად ვეღარ ვხედავ. ,,ქართულ ოცნებას” ვუსურვებ წარმატებას და ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი მის გუნდურობასა და ქვეყნისადმი სიყვარულში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ პ.ს. შეცდომები მოსულა მხოლოდ მაშინ, თუ დროულად გამოასწორებ“,- წერს ლელა გუჯარაიძე Facebook გვერდზე.