ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზაც გაიკეთა და უკვე სრულად ვაქცინირებულია.
„ვაქცინაცია საუკეთესო გზაა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად, პანდემიისას. ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID-19-ის შეჩერებაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-პოსტში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 564 837 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 514 768, გარდაიცვალა 7 806 პაციენტი.
კომენტარები