მაია ნადირაძე სოციალური ქსელით პასუხობს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არჩევნებზე ჩამოსვლას აპირებს.
,,ვოე, ქართული პოლიტიკის ტაკიმასხარებო, ელისაშვილ-მეტრეველ-ზურაბიშვილ-ლელო-გირჩი- ვაშაძეებო და ვინც ხართ კიდევ მაგ უგვანოთა სასტავში, რა უზნეობის კამპოტში ბანაობთ, ხვდებით?! დევნილია ის კაცი, დევნილი!
საერთოდ აზრზე ვერ მოდიხართ, რას ნიშნავს ეს ხომ? შიშმა კი იცის რამსების არევა, მაგრამ ასე?! გუშინ რომ მსოფლიო პოლიტიკას სხლავდით და ნავალნის ვაჟკაცობით იყავით აღფრთოვანებული, ეგ ცოდნა და ,,ზნეობრივი კრიტერიუმი” დღეს შვებულებაში გაუშვით?!
ახლა რომ ვიკითხო, ასე რამ დაგაძაბუნათ-თქო, ვიცრუებ. სულ ეგ ნაყარ-ნუყარი არარაობები იყავით და იმ, ჩემი ცოდვით სავსე, სააკაშვილმა გამოგაწყოთ პოლიტიკის შარვალ-კასტუმებში. რას ჰგავხართ?!..
აი, რომ მგონია ისე ვარ მიშაზე გაბრაზებული (ხიხოსტანის გამო), აღარ მომიბრუნდება გული, მაშინ გადმომიგდებენ ხოლმე სამაშველო რგოლს, ეს ტაკიმასხარები. და მარტო არა ვარ, ბევრია ჩემნაირი… ვისაც უსამართლობაზე ფასეულობების ინსტინქტი აქვს მიბმული”, – წერს მაია ნადირაძე.